← All gigs

Content Creator Mentor GEO

Content Strategist Tbilisi, Tbilisi, Georgia On-site / Hybrid Freelance Today
Apply on Academy of Digital Industries →

Applying? Send a résumé written for this exact role.

We'll tailor a polished résumé and a full CV to Content Creator Mentor GEO at Academy of Digital Industries, then hand you both as PDFs. Free, about a minute, no signup to try it.

✨ Tailor my résumé free →

ვინ ვართ ჩვენ?

ADI დაფუძნებულია თბილისში 2018 წელს, რაც თავდაპირველად ადგილობრივი ინიციატივა იყო, რომელიც ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხებდა — თანამედროვე, ციფრული უნარების მქონე პროფესიონალების ნაკლებობას.
დღეს ADI Georgia ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ციფრული განათლების დაწესებულებაა ქვეყანაში — გამორჩეული პრაქტიკული მიდგომებით, პროფესიონალი მენტორებითა და კარიერაზე ორიენტირებული კურსებით. ჩვენ უკვე ათასობით ადამიანს მივეცით მარკეტინგის, დიზაინის, ვებ დეველოპმენტის, ხელოვნური ინტელექტის თუ სხვა თანამედროვე მიმართულებების სწავლის შესაძლებლობა.
2023 წელს ADI დამეგობრდა კომპანია Tether -თან, რათა ჩვენი მისია გლობალურ მასშტაბებზე გასულიყო და უფრო მეტ ადამიანს ჰქონოდა პრაქტიკული, კარიერაზე ორიენტირებული განათლების მიღების პერსპექტივა.
ჩვენი ინდივიდუალური და მრავალმხრივი მიდგომა განათლებისადმი შლის დისციპლინებს შორის არსებულ ბარიერებს და ხელს უწყობს პროგრესული აზროვნების ჩამოყალიბებას.
ჩვენი უნიკალური საგანმანათლებლო სისტემა შედგება პრაქტიკოსი ექსპერტებისგან მსოფლიოს წამყვან ბრენდებში, პროდუქტებსა და ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებით, და მათი ინტენსიური სასწავლო პროგრამებისგან.

როლის მიმოხილვა

ვეძებთ კონტენტ კრეატორის მენტორს, რომელსაც აქვს ძლიერი პრაქტიკული გამოცდილება კონტენტის შექმნის, ვიდეოპროდაქშენის, განათებისა და მონტაჟის მიმართულებით.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს კომპანიებთან, ბრენდებთან ან ბიზნესებთან მუშაობის გამოცდილება და კარგად ესმოდეს, როგორ იქმნება ხარისხიანი და ეფექტური კონტენტი კონკრეტული ბრენდის, სამიზნე აუდიტორიისა და ბიზნესმიზნების გათვალისწინებით.
მნიშვნელოვანია როგორც პროფესიონალურ გადაღების ტექნიკასთან, ისე თანამედროვე მონტაჟის პროგრამებსა და მობილურ აპლიკაციებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

სტუდენტებისთვის კონტენტის შექმნის პროცესის სწავლება- იდეის განვითარებიდან საბოლოო პროდუქტის შექმნამდე;

ვიდეოკონტენტის შექმნის ტექნიკური ასპექტების სწავლება, მათ შორის კამერის კონფიგურაცია, კადრის შერჩევა, კომპოზიცია და გადაღების ძირითადი პრინციპები;

სტუდიური და ბუნებრივი განათების ტექნიკების სწავლება პროფესიონალური ხარისხის ვიზუალური კონტენტის შესაქმნელად;

ვიდეომონტაჟის საფუძვლების სწავლება როგორც ინდუსტრიის სტანდარტული პროგრამების, ისე მობილური აპლიკაციების გამოყენებით;

ადგილზე ვორქშოფების ჩატარება დეტალური სილაბუსის მიხედვით,;

რეალური პროექტების, მაგალითებისა და ქეისების გაზიარება საკუთარი პროფესიული გამოცდილებიდან;

სტუდენტების დახმარება კონტენტის იდეის განვითარებაში, გადაღებასა და საბოლოო პროდუქტის შექმნაში;

სტუდენტებში კრეატიული აზროვნების წახალისება ტექნიკური სიზუსტისა და პროფესიული სტანდარტების გათვალისწინებით;

ჩართული, ინკლუზიური და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა;

სტუდენტებისთვის კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემა და მათი პროგრესის მხარდაჭერა.

Apply on Academy of Digital Industries →