← All gigs

Copywriting Mentor GEO

Copywriter Tbilisi, Tbilisi, Georgia On-site / Hybrid Freelance Today
Apply on Academy of Digital Industries →

Applying? Send a résumé written for this exact role.

We'll tailor a polished résumé and a full CV to Copywriting Mentor GEO at Academy of Digital Industries, then hand you both as PDFs. Free, about a minute, no signup to try it.

✨ Tailor my résumé free →

ADI-ის შესახებ

ციფრული ინდუსტრიის აკადემია (ADI) დაფუძნებულია თბილისში 2018 წელს. თავდაპირველად ადგილობრივი ინიციატივა იყო, რომელიც ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას პასუხებდა თანამედროვე, ციფრული უნარების მქონე პროფესიონალების ნაკლებობას.
დღეს ADI Georgia ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ციფრული განათლების დაწესებულებაა ქვეყანაში გამორჩეული პრაქტიკული მიდგომებით, პროფესიონალი მენტორებითა და კარიერაზე ორიენტირებული კურსებით. ჩვენ უკვე ათასობით ადამიანს მივეცით მარკეტინგის, დიზაინის, ვებ დეველოპმენტის, ხელოვნური ინტელექტის თუ სხვა თანამედროვე მიმართულებების სწავლის შესაძლებლობა.

2023 წელს ADI დამეგობრდა კომპანია Tether-თან, რათა ჩვენი მისია გლობალურ მასშტაბებზე გასულიყო და უფრო მეტ ადამიანს ჰქონოდა პრაქტიკული, კარიერაზე ორიენტირებული განათლების მიღების პერსპექტივა.
ჩვენი ინდივიდუალური და მრავალმხრივი მიდგომა განათლებისადმი შლის დისციპლინებს შორის არსებულ ბარიერებს და ხელს უწყობს პროგრესული აზროვნების ჩამოყალიბებას.
ჩვენი უნიკალური საგანმანათლებლო სისტემა შედგება პრაქტიკოსი ექსპერტებისგან მსოფლიოს წამყვან ბრენდებში, პროდუქტებსა და ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებით, და მათი ინტენსიური სასწავლო პროგრამებისგან.

როლის მიმოხილვა

წერას აქვს მნიშვნელობა. ADI-ში მიგვაჩნია, რომ კარგი ტექსტი მხოლოდ არ ყიდის ის აყალიბებს კავშირს, შთააგონებს და ქმნის ნდობას.
ვეძებთ ქოფირაითინგის ლექტორს , რომელიც ჩაატარებს ვორქშოპებს პრაქტიკულ მიდგომაზე დაფუძნებით და დაეხმარება სტუდენტებს წერის ხელოვნების დაუფლებაში რეალური მაგალითებითა და სავარჯიშოებით.
ეს პოზიცია განკუთვნილია გამოცდილ პროფესიონალზე, რომელსაც უმუშავია რეალურ კამპანიებზე და ესმის რეკლამის, ბრენდინგისა და ციფრული კომუნიკაციის სწრაფად ცვალებადი ბუნება.

ძირითადი მოვალეობები

გაუზიაროთ სტუდენტებს თქვენი გამოცდილება და ცოდნა, გახდეთ მათი მენტორი და მხარი დაუჭიროთ მათ სწავლების პროცესში;

ჩაატაროთ შეხვედრები აუდიტორიაში და/ან ონლაინ, სილაბუსის მიხედვით, რომელიც აერთიანებს თეორიას, მაგალითებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს;

გაამდიდროთ კურსი ინდუსტრიული გამოცდილებით და ტრენდებით;

დაეხმაროთ სტუდენტებს ძლიერი პორტფოლიოს შექმნაში სავარჯიშოების, კრეატიული დავალებებისა და უკუკავშირის მეშვეობით;

შექმნათ კომფორტული სასწავლო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტების განვითარებას;

მისცეთ სტუდენტებს ინდივიდუალური რჩევები წერის და კრეატიული აზროვნების გაუმჯობესებისთვის;

ითანამშრომლოთ აკადემიის გუნდთან, რათა უზრუნველყოთ ხარისხიანი საგანმანათლებლო გამოცდილება;

გქონდეთ ცოდნა უახლესი ტენდენციებისა და ინსტრუმენტების.

Apply on Academy of Digital Industries →